სიახლეები
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ეწვია
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, მისმა აღმატებულებამ საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე და მეგობრულ ურთიერთობებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ თბილისში იფტარის ღონისძიებას უმასპინძლა
არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ თბილისში იფტარის ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც საქართველოში მოქმედი საამიროების ბიზნესების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მისმა აღმატებულებამ ირაკლი კობახიძემ, მაღალი დონის ქართულ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ორ ქვეყანას შორის მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები.
დუბაის სავაჭრო პალატა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ბიზნესთანამშრომლობას აძლიერებს
დუბაის სავაშჭრო პალატამ თბილისში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოსა და ქართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გამართა ბიზნესფორუმი „ახალი ჰორიზონტები: ბიზნესის წარმოება საქართველოში“, რომელშიც მონაწილეობდნენ ოფიციალური პირები, ინვესტორები და ბიზნესის ლიდერები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საქართველოდან.
არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო ეკონომიკურ თანამშრომლობას თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე აძლიერებენ
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საქართველომ ეკონომიკური პარტნიორობა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გააძლიერეს. ფორუმში მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრი, აბდულა ბინ თუქ ალ მარი და ინვესტიციების მინისტრი, მუჰამედ ჰასან ალ სუვაიდი.
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ვიზიტი საქართველოში
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რაც ორ ქვეყანას შორის მზარდი პარტნიორობის გაძლიერებას ემსახურებოდა.
დუბაის პალატების დელეგაცია საქართველოს ეწვია
2025 წლის 8 აპრილს საქართველოს ეწვია დუბაის პალატების დელეგაცია ვიცე პრეზიდენტის, ჰასან ალ ჰაშემის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებისა და ორმხრივი ბიზნეს კავშირების გაღრმავების მიზნით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაიში მსოფლიოს მთავრობათა სამიტში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დუბაიში გამართულ 2025 წლის მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს 6 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აბუ დაბიში ვიზიტისას ხელი მოეწერა ისტორიულ საინვესტიციო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიციის შეთანხმებაა.
საამიროების საელჩოს დროებითი რწმუნებული უნივერისტეტის პროფესორს, ქალბატონ დარეჯან გარდავაძეს მასპინძლობს
არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა, ქალბატონმა მუნირა ალ მარზუქიმ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ დარეჯან გარდავაძეს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
საელჩოს დროებითი რწმუნებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ხვდება
საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა, ქალბატონმა მუნირა ალ მარზუქიმ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორთან, ბატონ შალვა ცისკარაშვილთან. შეხვედრაზე მხარეებმა ორი მეგობარი ქვეყნის საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს.
საამიროების საელჩოს დროებითი რწმუნებული მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს ხვდება
არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა, ქალბატონმა მუნირა ალ მარზუქიმ შეხვედრა გამართა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებთან, ეტიბარ ემინოვსა და ადამ შანთაძესთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი საქველმოქმედო და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
საელჩოს დროებითი რწმუნებული საუდის არაბეთის ელჩს შეხვდა
არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა, ქალბატონმა მუნირა ალ მარზუქიმ შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს ელჩთან საქართველოში, აბდულლა ალ მუტაირისთან. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ძმური ქვეყნის საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს.
