Voting
-

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ვიზიტი საქართველოში

الجمعة 19/9/2025

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რაც ორ ქვეყანას შორის მზარდი პარტნიორობის გაძლიერებას ემსახურებოდა.

თბილისში ჩამოსვლისას პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, მისმა უმაღლესობამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა, რომელსაც ორივე ქვეყნის მინისტრები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერება ინვესტიციების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, განახლებადი ენერგიისა და მდგრადი განვითარების მიმართულებებით, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) განხორციელების პროგრესი.

ვიზიტის ფარგლებში, მისმა უმაღლესობამ და პრემიერ-მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღეს Eagle Hills-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის შეთანხმებების გაცვლის ცერემონიაში. შეთანხმებები საქართველოში ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს, რომელთა საერთო ღირებულება 6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

საამიროების პრეზიდენტმა ასევე შეხვედრა გამართა ბიძინა ივანიშვილთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს. შეიხ მუჰამედმა აღნიშნა, რომ საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროების მნიშვნელოვანი პარტნიორია კავკასიის რეგიონში.