დუბაის სავაშჭრო პალატამ თბილისში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოსა და ქართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გამართა ბიზნესფორუმი „ახალი ჰორიზონტები: ბიზნესის წარმოება საქართველოში“, რომელშიც მონაწილეობდნენ ოფიციალური პირები, ინვესტორები და ბიზნესის ლიდერები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საქართველოდან.
ფორუმზე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ვაჭრობის, ინვესტიციების, ლოგისტიკის, ტურიზმის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონებისა და სხვა პრიორიტეტულ სექტორებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის და არაბთა გაერთიანებული საამიროების, როგორც გლობალური ბიზნესისა და ლოგისტიკური ცენტრის, როლზე.
მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველო–არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით (CEPA) შექმნილი შესაძლებლობები.
პროგრამა მოიცავდა ბიზნესპრეზენტაციებს, ქსელური ურთიერთობების დამყარებისა და B2B შეხვედრებს, რაც ორი ქვეყნის კომპანიებს შორის პირდაპირი
კავშირების გაძლიერებას შეუწყო ხელი.
ფორუმმა ასახა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კერძო სექტორებს შორის მზარდი თანამშრომლობა და ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ორმხრივად მომგებიანი ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოების საერთო მზადყოფნა.