- რაც შეეხება ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციებმა ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა საქართველოში, ხოლო განხორციელებული ინვესტიციები მოიცავს საცალო და უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას, სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის გახსნას.
- რაც შეეხება ტურიზმის მიმართულებას, წლის განმავლობაში საქართველოს საამიროებიდან დაახლოებით 15 000 ტურისტი სტუმრობს, საქართველოდან კი თითქმის 6 000 ადამიანი მიემგზავრება არაბთა გაერთიანებული საემიროების მიმართულებით.
- აქედან გამომდინარე, სახელმწიფო დონეზე მოხდა საჰაერო მიმოსვლის მოწესრიგება. ორ სახელმწიფოს შორის ტრანსპორტის მიმართულებითაც მიმდინარეობს თანამშრომლობის განვითარება.
- ყოველკვირეულად ბათუმისა და თბილისის აეროპორტებიდან დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით 25 ფრენა ხორციელდება. მათი რაოდენობა კი სეზონისა შესაბამისად 40-მდე იზრდება. ამდენად, საქართველოს ყველაზე ინტენსიური საჰაერო მიმოსვლა რეგიონში აქვს არაბთა გაერთიანებულ საამიერობთან.
