Bilateral Relations
- დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის შორის დამყარდა 1992 წლის 20 ოქტომბერს.
- აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნებიდან არის პრიველი, რომელმაც განახორციელა პირდაპირი ინვესტიციები 2006 წელს დღევანდელი მდგომარეობით უკვე 1 მილიარდს გადააჭარბა.
- ორ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს რიგი შეთანხმებებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმების.
- გარდა ამისა ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატი, რომლის პირველი რაუნდი 2019 წლის აპრილში გაიმართა აბუ დაბიში. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის არსებობს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის პრაქტიკა.
Economic Cooperation
- რაც შეეხება ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციებმა ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა საქართველოში, ხოლო განხორციელებული ინვესტიციები მოიცავს საცალო და უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას, სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის გახსნას.
- რაც შეეხება ტურიზმის მიმართულებას, წლის განმავლობაში საქართველოს საამიროებიდან დაახლოებით 15 000 ტურისტი სტუმრობს, საქართველოდან კი თითქმის 6 000 ადამიანი მიემგზავრება არაბთა გაერთიანებული საემიროების მიმართულებით.
- აქედან გამომდინარე, სახელმწიფო დონეზე მოხდა საჰაერო მიმოსვლის მოწესრიგება. ორ სახელმწიფოს შორის ტრანსპორტის მიმართულებითაც მიმდინარეობს თანამშრომლობის განვითარება.
- ყოველკვირეულად ბათუმისა და თბილისის აეროპორტებიდან დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით 25 ფრენა ხორციელდება. მათი რაოდენობა კი სეზონისა შესაბამისად 40-მდე იზრდება. ამდენად, საქართველოს ყველაზე ინტენსიური საჰაერო მიმოსვლა რეგიონში აქვს არაბთა გაერთიანებულ საამიერობთან.
