არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები თანმიმდევრულად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს მუდმივი დიალოგი და თანამშრომლობა საერთო ინტერესის სფეროებში. 1992 წლის 20 ოქტომბერს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ორივე ქვეყანა მუშაობს პარტნიორობის განმტკიცებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით.
დიპლომატიური კავშირები კიდევ უფრო გამყარდა 2018 წელს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს, ხოლო 2020 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს გახსნით. 2021 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის კომიტეტის შექმნამ საპარლამენტო დიალოგისა და თანამშრომლობის დამატებითი პლატფორმა უზრუნველყო.
2023 წლის 10 ოქტომბერს ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ხელმოწერა ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან ეტაპად იქცა. შეთანხმება, რომელიც ძალაში 2024 წლის 27 ივნისს შევიდა, ქმნის ჩარჩოს ვაჭრობის გაფართოებისთვის, ინვესტიციების ხელშეწყობისა და ორივე ქვეყნის ბიზნესისთვის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის.
ორმხრივ ურთიერთობებს დამატებითი იმპულსი შესძინა 2025 წლის 19 სექტემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მისი უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ოფიციალურმა ვიზიტმა საქართველოში. ვიზიტმა ასახა ის მნიშვნელობა, რომელსაც ორივე ქვეყანა ანიჭებს პარტნიორობის განვითარებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შესწავლას.
მაღალი დონის ურთიერთოებბი 2026 წელსაც გაგრძელდა. მათ შორის, 14 იანვარს გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მისი უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მისი აღმატებულება ირაკლი კობახიძის შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი კავშირების განმტკიცება განიხილეს.
2026 წლის იანვარში მინისტრების დონეზე გამართულმა განხილვებმაც წარმოაჩინა ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული თანმიმდევრული პროგრესი. მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე პროექტები და განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი შესაძლებლობები სასურსათო უსაფრთხოების, განათლების, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ეს შეხვედრები ასახავს მათ მუდმივ მზადყოფნას, განავითარონ თანამშრომლობა სფეროების უფრო ფართო სპექტრში.