არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო თბილისში გასცემს ვიზებს მხოლოდ დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის დიპლომატიური მისიის ვერბალური ნოტის საფუძველზე.
ორდინალური პასპორტის მფლობელებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიზაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი საამიროების ავიახაზებისა და ტურისტული კომპანიების მეშვეობით სამგზავრო ბილეთის შეძენის საფუძველზე.